დეკემბრის მზე


დეკემბრის მზე თუ გაათბობს ჩემს გულს,
წვიმის წვეთად ცრემლი აღარ წამოვა,
თუ შევხვდები ოდეს გოგოს ერთგულს,
დამიჯერე ყველაფერი გამოვა.

თუ სიზმარში ჩემთან ერთად გნახავ,
მეორე დღეს კი ეს მემახსოვრება,
მე ხომ გრძნობებს და ოცნებებს ვმარხავ
და შენამდე მომაქვს მე ამ სტროფებად.

თუ შევძლებ რომ ვესაუბრო მუზებს,
დეპრესია არ მომიჭერს მარწუხს,
ამდენ ტკივილს გული ვეღარ უძლებს,
იმას გეტყვი საყვარელო რაც მსურს.

თუ შევძლებ რომ ვუყურო თვალებს,
გარდასახვა დავინახო ფერთა,
სხეული კვლავ გრძნობის უნარს ავლენს,
ნელი სიო შენს ბაგესთან შეკრთა.

პულსაციას ვგრძნობ უმატებს გული,
როცა მე შენს მონაწერებს ვხედავ,
შენც იცი რომ ცხოვრებაა რთული,
და რაც ჩვენს გვურს ხშირად ის არ ხდება.

თეთრი გედი ხედავ უკვე მღერის,
ნუთუ დადგა დრო რომ იგი მოკვდეს?
იქნებ ისევ ნანატრ სატრფოს ელის
და დაუცდის რაც არ უნდა მოხდეს.

 ვარსკვლავებმაც  შეიცვალეს ფორმა,
დააკვირდი ჩვენს სახელებს არ გავს?
სურვილები ჩვენ გავანდეთ ორმა
და იქნება ერთი ფიქრი გვტანჯავს...

დეკემბრის მზე თუ გაათბობს ჩემს გულს,
და თუ სულში ჩამეღვრება სითბო,
მწამს შევხვდები ოდეს გოგოს ერთგულს,
და ეს გულიც კვლავ სიყვარულს იგრძნობს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი