ისევ მომენატრე


ისევ მომენატრე იცი?
შენთან ერთად მინდა ყოფნა,
სიყვარულში ხარ უვიცი
არ დამიწყო უარყოფა.

ნუთუ საერთოდ არ გახსოვს,
რაც ჩვენ შორის მაშინ იყო,
დარდი სევდას რითმში აქსოვს
ეს გული ორად გაიყო.

გრძნობა ჩაიმალა ნისლში,
მთვარის მკრთალ შუქს დაემალა,
ცრემლი შემერია სისხლში
და ორივე დამეცალა.

მონატრება გაირინდა,
თითქოს არც კი არსებულა,
მეგონა რომ გაივლიდა,
სიყვარულით სავსე გულთან.

სახე ხელით დაიფარე,
რომ ცრემლი არ დამანახო
დარდი ფიქრით გაიქარვე
იქნებ ოდეს ისევ მნახო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი