მე გიხილე
ვარდი ჭკნება და ჩემს თვალწინ, ცხადში ფიქრად მახსენდება , ერთ დროს ჩემში შეცნობილი შენი ტანის სურნელება. მე გიხილე მაშინ, როცა სუნთქვა ტუჩზე მკრთალდებოდა , და წამები შენი ცქერით თითქოს აღარც მთავრდებოდა. თეთრი კაბის ლურჯი კალთა , უსიმძიმოდ ირწეოდა, თითქოს ქვიშა შიშველ წვივზე გატაცებით იწვებოდა. იქნებ მითხრა როგორ იქეც ატანილი მძიმე ლოცვად, დაირაზე მოცეკვავე დარდიანი რითმის მონად? შეჰრაზადეს რბილ სტროფებზე შვიდ ზღვას ღელვა თან მოჰქონდა, და ამ ღელვით გაბრუებულს გული შენით მეღლებოდა. გეხებოდი შენ კი დუნედ , მაგრამ ვნებით ირხეოდი , თითქოს მთვრალი ოცნებებით ათას ცრემლად იღვრებოდი. ჩემს მკლავებში იყავ, როცა წამი სულში ნისლდებოდა და ამ სულში შენი მზერა უკითხავად იჭრებოდა. მწვავდა ნუთუ შენი ვნება, თუ მზის სითბო ვერ ვიგებდი , არ ვიბრძოდი, თუმც მადნობდი რადგან ვეღარც გელეოდი. მაგ გიშრისფერ დალალებში, უსაშველოდ დავიკარგე , და ხატება შენი სიზმრად უკუნეთში გავიტაცე. ნუთუ წახვალ და სიშორე მოკვდავებად გადაგვაქცევს, ამ წარმავალ სამყაროში სადღაც კენტად ინავარდებ. დაისის დროს, ლურჯ ტალღებზე აელვარდა ცეცხლის სვეტი, და სისხლისფერ ზეცის კიდეს შორდებოდა შენი ფრთები. და დავჯდები მე საწერლად გარდასული ტრფობის მგოსნად, და ჩემს სულში დაკარგული შენი მზერის მოსაგონრად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი