გული ზამთრის
ცივი,ცივი გული ზამთრის უგრძნობლობით გადაღლილა და სიმები მისი წვრილი, მდუმარებას მოუცვია. მომეახლე მზეო შენით , მაზიარე სითბოს შენსას, რომ გამჭოლმა სხივმა ტანში დამიაროს მრავალჯერად. და მე გიღებ კარებს ტრფობის, რომ ამავსოს ძალამ შენმა, რომ შთაბერო შენ სიცოცხლე და სინათლე ღამის სევდას. ოჰ, როგორ ვგრძნობ შენს შეხებას, როცა მიწვევ შენსკენ ვნებით და ლივლივით მკერდგაშლილი ზედაც მოვალ ნეტარებით. ოჰ, როგორ მწვავს სიახლოვე როცა ვაღწევ მზეო შენში, დამფერფლავი გრძნობა ცხადად რომ ამავსებს ბრწყინვალებით. მაგრამ დაე იყოს ასე, რადგან არ მსურს მე სხვა ხვედრი, გაიფანტოს ფერფლი ჩემი როგორც ქვიშა დიუნებში. მაგრამ გრძნობას საუკუნოს ვერ გამოლევს დრო და ჟამი, როცა სული სიყვარულის შევიგრძენი ერთხელ წამით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი