მანიფესტო ბნელში


ცარიელ ფურცელს ბნელში მჯდომარე 
უგულისყუროდ მიშტერებია, 
მისი ხვალინდელ დღეთა სიმძიმე 
კალამის წვერზე გასავლელია. 

ჯერ არნახული მომენტის გამა,
მე ულაზათოდ მომჩვენებია, 
როს ღამეული ჭმუნვების დამღა 
უპატიჟებლად მომსალმებია. 

სეირნობისას წვიმის მძივებზე 
ფიქრთა საცავი გამომლევია, 
შთაგონებული მუზით სიმთვრალე 
დაცლილ სიტყვებში აღარც ერია.

ვაითუ ბედად ვეღარც შევატყო 
ცხადი თუ სიზმრად მომლანდებია,
და ამ ლანდებში გაყუჩებული 
ვერაგი შფოთვა ამდევნებია. 

როგორც მიაზმა დაუცხრომელი 
ყველა გრძნობაზე გადამდებია,
შფოთვის ნაკადში ჩემი წრიალი 
ამაოებად გადამქცევია. 

რად ვესწრაფოდეთ, ჩვენს ბედისწერას 
ამით უკუნი არ დაჰკლებია,
როს ელვარებას ცის კაბადონზე 
უტყვი ლაქა ვერ დაუმჩნევია. 

ამ უბადრუკი წამის შემყურეს
უკეთესი რა ჩაგბარებია, 
სად რა გაგყვება შენი ფასი ხომ 
ერთი მტკაველი მიწის პეშვია. 

იქნებ შთაინთქა ლურჯ სამოთხეში, 
ცხოვრება როდის დაგლოდებია, 
ხვედრი ინათებს , როგორც შენამდე 
მრავალათასებს გაცხადებიათ, 

დაოკდე რისთვის? ბუნების ხელი 
სხვანაირად რომ არ შეგხებია, 
სიცარიელის ეს ნაწვალევი 
ერთი ოცნებაც ნააზრევია! 

ადრე თუ გვიან ლიბრს გადაიხსნის, 
ზეცას უკუნი სად შერჩენია, 
და შევაგებებ მას ამ სტრიქონებს , 
სხვა ნეტავ რისთვის მიარსებია?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი