***
დღე ღამეს მისდევს, მირბიან წლები . . . ბგერების რიგში ინთება სევდა. მესმის ხმაური,. ქაოსის ხმები . . და არ მთავრდება ეს მძვინვარება. ღამის წყვდიადში გაისმის ექო, ძაღლების ყეფამ გახვრიტა სივრცე. ტყვიას ვუმიზნებ საკუთარ ეგოს . . . ამაოების განცდა არ მტოვებს, მეტამორფოზა მიხმობს საშველად,.. შორეულ ვარსკვლავს ვხედავ მაშველად. ისევ მარტო ვარ, როგორც სიკვდილი. თავისუფლება - მესმის ყვირილი . . . სარკიდან მიმზერს ღამის პეპელა. იცის, სინათლე ფრთებს რომ დაუწვამს,.. მაგრამ სიბნელეს არ ეგუება, ვარსკვლავებისკენ თოკი გაუბამს,.,.,., ამაოების განცდა მტანჯველი,.. ეს პეპელაა ჩემი მაშველი . . . . . .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი