***


მოდი, 
ისევ
დავიწყოთ
დავიწყებით.
მოდი, 
ისევ
დავტეხოთ
ეს ტოტები;
ჩვენ რომ
გვკრავდა, 
გვათბობდა
და გვალღვობდა.
მოდი,
ისევ 
დავიწყოთ
დავიწყებით, 
რათა 
კვლავ აქ 
დავბრუნდეთ
გასაცნობად.
მოხვალ
ჩემთან?
დამსერე
უშენობით. 
ქარი
კვლავაც
ავად ქრის
ნაადრევად.
აღარ 
მახსოვს
რა იყო
ამ წამამდე.
ნეტავ,
უწინ,
მე შენ რამ
შეგცოდე, ჰა?
მოდი, 
ისევ
დავიწყოთ
დავიწყებით.
მე შენ 
გიცნობ,
თუმც ეჭვი
მეპარება.
ჩვენ ხომ
ფერფლში
დავეძებთ
იმ ძველ სითბოს?
მოდი,
ისევ...
გახსოვს?
რასაც 
ვეღარ ვცვლით
თავად გვცვლის ჩვენ!
მოდი, 
ისევ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი