სიზმარი არი' მზის
სიზმარი არი' მზის "აირევია ივერია აერების სიბერეა" ვარდისფერი ჩამრთველი თუ დღის მნათობია დამნაშავე. კითხვითი ნიშანი დადნა. თუ ყველა ჩემი წარმოსახვის პროექციაა, მაშინ მოვკდები და გამოვაღწევ, გამოვაღწევ... ირგვლივ ყვითელია შუქი და ესპანურ გადამწვარ მიწას დაემსგავსება ყველაფერი დღეს. λόγος έργου σκιά სიტყვა საქმის ჩრდილია. ამ ქალაქს უნდა ახასიათებდეს გაუცხოვების შეგრძნება რადგან არაერთგვაროვანია ყველაფერი, არ იცი სად ხარ. სად ხარ? თვალი შეეჩვია ნათელს, მკრთალ ანაორთქლ სიმუქეს არჩევს ზოლებად. ასეთი ლურჯი ზღვაც კი უთუოდ სიკვდილია, რადგან მასთან მხოლოდ ქვიშა ხარობს. ოქროს ძეგლი - განადიდეთ და დაივიწყეთ. უბრალოება, უბრალოება - ვინ შეიყვარებს უბრალოებ(ა)ს? მხოლოდ მართალნი. მარადიული ჩრდილის მხარე იქ სადაც ვარ. ამიტომაც სიზმარი არი' მზის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი