***
მშვიდად, შფოთის გარეშე მირბიან ნათელი დღეები. მე კი მაშფოთებს სიმშვიდე და ეს ნათელიც ცაზე რომაა. ღამით ძილს ვებრძვი, ბრძოლაა და გამარჯვებასთან ერთად მწუხარება მამარცხებს. წარსული ემსგავსება ღია ჭრილობას გარდასული წამები იწყებენ წამებას. ათასჯერ აღდგომილი სული კვნესის ცრემლგამოლული უხმოდ მგლოვობს. ღრუბლები აღარ დამტირიან რაღა ამავსებს სინანულით? ჰო, ცხოვრება ტანჯვაა და მიუხედავად ამისა ის მაინც მშვენიერია. ესეც მორიგი ანტინომია. ღამით ძილს ვებრძვი, ბრძოლაა და გამარჯვებასთან ერთად მწუხარება მამარცხებს. მომწონს ჩემი ხასიათის კონტრასტები. რაღაცით ვგავარ ცოის, როგორც „ტრანკვილიზატორში“ ისე. რაღაცით მესმის ბოდლერის მისი „ხმის“ ფინალში. ელემენტარულია... გაიქცე. სასაცილოც კი... მირბოდე. შეშინებული სახით, ტანსაცმელშემოფლეთილი, როცა ყელში სისხლის გემოს გრძნობ. და მერე... როცა მაინც წაიქცევი იკითხავ; რატომ, რისთვის გავრბოდი? მაგრამ ყოველთვის როდი იტყვი: მშვიდად, შფოთის გარეშე მირბიან ნათელი დღეები. გზა გამიგრძელდა? იმიტომ ხომ არა რომ არც გამოვსულვარ? როცა უკიდურესმა სასოწარკვეთამ უნდა მოიცვას ჩემი ლურჯი არსება სულ ჩუმად, თითქოს ღიმილს ჰქონდეს ხმა სულ ჩუმად, ვგრძნობ, რომ ვიღიმი და ვიცი, როგორ არა, რომ ის ჩემი არაა და სწორედ მან გადამარჩინა კვლავ. წრეზე დავდივარ და ვეძებ გასასვლელს. ყველაფერი რიგზე მაქვს, ვეძებ თავსატეხს. ბუნებრივია, რა თქმა უნდა! ელემენტარული, სხვისი დასკვნით დაასკვნა. და ასე მივდიოდი, მემგონი, მცდარ გზაზე და მეგონა, რომ მიზანს მიანც მივაღწევდი. ღამე მშვიდია, მთვარე ნათელი. ვინმე სწუხს, ვინმეს ძილი არ ებრძვის? ღამე მშვიდია, მთვარე ნათელი. ვერცხლის შუქით ანათებს ცა და ამ ცით მინათებს სული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი