ის, რაც შორსაა არის ახლოს


ის, რაც შორსაა არის ახლოს, 
ხოლო, რაც ახლოსაა არის შორს.
ყოველ ტანჯვაში იპოვი სიხარულს, 
ხოლო სიხარულში ვერ დაემალები ტანჯვას.
შენს სიკეთეში არის ბოროტება, 
მაგრამ ბოროტისაგან ძნელად გამოიღებ კეთილს.
ხოლო მაშინ, როცა ერთს მეორესგან გამიჯნავ
და როცა ერთის მეორესგან გამიჯნვით იცხოვრებ
შენი სიკეთე სრული სიკეთე იქნება. 

...

შენ არ გესმის ამ სიტყვების მნიშვნელობა.
მნიშვნელობა არ აქვს, უარყოფ მათ თუ აღიარებ. 
სანამ წარმოთქმული სიტყვებით არ იცხოვრებ 
და სანამ წარმოთქმულში არ იქნება თვით სიცოცხლე 
შენ ვერ გაიგებ ამ სიტყვების მნიშვნელობას. 

...

ჰოი, თქვენ, ვინც დასკვნებსა და უტყუარ ცნობებს ეძიებთ! 
თავად დიადი ჭეშმარიტების გულში რომ მოგაქციონ
თქვენ ვერ შეიცნობთ მას მისკენ სავალი გზის გარეშე. 
და ვინ არის ნამდვილად მეგობარი, ვინც ამბობს დასკვნას, 
თუ ის, ვინც გიჩვენებთ მიმართულებებს, რათა იპოვოთ? 

...

ყოველივე უცვლელად ცვლილებებს ექვემდებარება,
თუმცა სრულად ახალს ვერასდროს შევქმნით. 
და ყოველი განსხვავებულად თქმული და ქმნული
საზრდოობს უკვე არსებულთაგან...

...

და როგორ შევქმნით სიღრმისეულს 
თუ უკვე არსებულ სიღრმეს არ ჩავწვდით?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი