როდესაც ოთახში შუქს ჩააქრობ...
როდესაც ოთახში შუქს ჩააქრობ და სიბნელეს თვალს გაუშტერებ, დაინახავ ყველა შენს შიშსა და წუნს. ხოლო მე გეტყვი, რომ მიესალმო მათ; ზრდილობიანად მიიპატიჟო და ჰკითხო, თუ სად ურჩევნიათ დაბინავება. როდესაც შენ თვალს გაუსწორებ მათ, ისინი დაკარგავენ საკუთარ ძალას და გაფერმკრთალდებიან, როგორც ცა დაისის მერე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი