დაუკარით ბარბითზე
მზის წიაღში ნაშობ ქალწულთა და გაზაფხულის სადიდებელი დაუკარით ბარბითზე. დღის მნათობის ალში ამომწვარ და ჩრდილქცეულ სევდაზე დაუკარით ბარბითზე. ჩვენი მწარე ცხოვრების ტკბილი აღსასრულის ოდა დაუკარით ბარბითზე. კაცებად რომ გვაქციეს ჩვენი ხელით მოკლულ იმ მტრებზე დაუკარით ბარბითზე. გთხოვთ, სანამ მზის სიმწიფე არ გადავა უკაცურ ხსოვნაში დაუკარით ბარბითზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი