Alea


***
შაჰ შადამ შადრევანს უცქერს.
მთლი სინათლის წამი აცილებს
მჭვრეტელსა და საჭვრეტელს,
თუმც, დიდებულს, ქებად კოლოსი შეშვენის.
***
რომელი სიტყვა უნდა შეუფერადო
ორ ძლეულ მნათობის შეერთებას?
და რომელი საცნობელი განცდით
უნდა გამოვხატო, რაცა ვიხილე?
...
კაცობრიობის მოლოდინი...
რას აქვს მეტად მწუხარე დასასრული?
ხოლო მე დავთეს ამაო მარცვალთ,
რათა არა განიხარონ და არც განახარებდნენ
და იქნებ ცრუდ-ყოფილი იმედის
მსხვრევამ გონწართმეულნი გაანათლონ.
...
ევფრატ, იქნებ გახსოვდეს,
როს შენ და ევამან სცადეთ
განწმენდა ერთმანეთისი?
...
ჭეშმარიტად, იქ, სადაც კედლებია
მეტი უდაბნოა, ვიდრე აქ,
სადაც ქუჩებს არ აქვთ სახელი,
სადაც ხეებს არ აქვთ ფესვები,
სადაც ფილტვებს არ აქვთ ჰაერი.
ჭეშმარიტად, აქ მეტია სიცოცხლე,
ვიდრე იქ, სადაც კედლებია.
...
„წყალ-ქვეშე ციხე-სასახლე:
რვა სვეტი ზედ მიბმულია
რვა ფეხი ურჩხულისა,
რომელს აროდეს ჩასძინებია,
თუმცა კი ჯერაც არ შერხეულა“
ასე მარქუა ოსტატმან.
...
რა ემართება შინაარს იქ, 
სადაც ფორმას არად აგდებენ?
...
რამდენადაა ალეატორიკა
ერთხელ მოსმენილი მუსიკის
Perseveratio, როცა 
ვამსგავსებ შორეულ ხმებს,
შორეულ შემთხვევით ხმებს...
...
ნისლეულებს მიღმა ღრუბლის
პლანეტაზე გამანდეს ხილვად
„სიწმინდის სატანჯველი“:
ტყვეს შთააგდებენ „წმინდა დილეგში“,
სადაც ყოველი ფერი მხოლოდ
თეთრია და იმავე ფერის მაგიდაზე
დევს სარკე - სახილველად თვისი
უწმინდურებისა.
...
„ნებითი შემთხვევითი კანონზომიერება“
ესრეთ მარქუეს მე ასკეტებმა
წმინდა ნისლეულიდან.
...
გრძნობა ბრძოლად არსს
და ზოგ მხდალ მეომარს
გაუკრთება აზრად ღამეზე;
რომ იგი იყოს დაუსაბამო;
ხოლო ტანჯვას მოეღოს ბოლო.
...

ბნელ ფერსა და თეთრში
ვეშვები ხილვად უხილავისა.
ბნელ ფერსა და თეთრში
არ ვეძიებ ნათელს.
ბნელ ფერსა და თეთრში
ჯურღმულში ვეძებ სხივს.
...

როს ჩემი პერსონა
ებჯინება ხილვად ზღვარს
მე გადავდივარ სხვა მეში.
...

Dixit vacua est anima:
Alea-ს რომ უწოდებს თავის თავს
და იქნებ ამ სულს იმედი აქვს?
შეივსოს და შეავსოს?
ცარიელად დარჩეს და სხვებს გზა
მისცეს ჭვრეტად ნაყოფთა
კეთილისა და ბოროტისა?

...
თუ კი არსებობს ამ და იმ ქვეყნად
წმინდა წინააღმდეგობრიობა,
კანონი, რომლის მიხედვითაც
უნდა უარყო თავი, რათა მიიღო
სასურველი... მაშინ
Don’t get any big ideas
They not gonna happen.
და შენი სიმშვიდე და 
თვინიერება მოგიტანს
მას, რაც დავიწყებული
გქონდა და გექნება.

...
მტვერმეტყველებავ!
ჰოი, განარიდე ჩემგან ქარი.
განარიდე ქარი და ქვიშა
ძალუძთ რომელთაც აგრიგალება.
ნუ ჩემი სიტყვანი იქცნენ
დასტურად ჩემის სიცარიელის.
ჭეშმარიტად, დუმილს შეუძლიან
დააცხროს ვნებანი და მტვერი.

...
მე დიდ იმედს ვადიდებდი
დრო რომ მდევდა, მდევდა დარდიც.
. . .
დასასრულ, განსრულდა სიმართლე,
რომ ლოდია მოლოდინი.
და ძვრა ვუყავ მე თავს.

...
როს მეგონა დაიშრიტა
ჩემი უხილველის თვალი
შროშანთ ველი და მათი
სურნელი მოვიდა სულთან.

...
ალეამ დაცარიელება იწყო,
ალეას ემსგავსა ხეთა რიგის გარეშე.
თუ კარგავ ნდობას -
მაშ, კარგავ ყველას.

...
ალეამ დუმილი ისწავლა,
და გახდა ქარივით უხილავი,
ემსგავსა იმ ზღვას, რომელმაც
არც მოქცევა იცის და არც მიქცევა.

...
მილენიუმად დაღვრილი დროის დალევა
დასჭირდა დღისაგან დათხოვილს,
რათა სიჩუმით საკმარისად დაეცხრო
წყურვილი, გაფანტულობა, უჩინრობა
და... ეთქვა სიტყვა, სეტყვასავით.

...
ბალახი ხრიოკ მიწაზე. ხალხი აქ.
სასწაული, რომელიც არ მოვა.
აღსასრული, რომელიც უთუოდ!..

...

ხმის ჩაბრუნება და მისი ექოს
სიდიადის მიყურადება. ისევ ისმის.

...
ერთხელ, ალეას უხილველის თვალი მიწვდა
კვიზაც-ჰადერაქის ფიქრთა ნაკადს.
ერთხელ ალეას უხილველის თვალი მიწვდა
საკუთარ დროისმიღმიერობას ამ ნაკადში.
შიში იგრძნო ალეამ, რამეთუ
ალეას არ შეეძლო ამდენი ხის დატევა.

...
ვიხილე კაცი, წმინდა საბურველში,
წმინდა სამყოფელად ქცეოდა გული,
ნათელი დაეტია და ასხივებდა მას,
წმინდანს ეძახდნენ მას,
მაგრამ მან არაფერი უწყოდა
იმ კაცის ცოდნის შესახებ,
რომელიც მოგვიანებით ვჰპოვე:
მას ეხილა, ეუწყა საზარელებანი,
რომელთაც ვერა დაამარცხონ სხივებმა და ვერც მზემ.
მას ცოფს უწოდებდნენ, თუმცღა
მისი ხელები არ დასვრილა ცოდვაში.

...
მრავლის მხილველს ეუწყა სიბრძნე,
რომ მხოლოდ მუდმივი ტკივილია
მუდმივი სიცოცხლის საფასური.

...
და ათასგვარი სირთულით გაჟღენთილი
დაიწრიტა თვალმისაწვდომ სიმარტივედ.

...
„ხოლო დასასრულ, ვიგრძენი დასაწყისი.“

დაჩი მეჯიდი
Alea
***
შაჰ შადამ შადრევანს უცქერს.
მთლი სინათლის წამი აცილებს
მჭვრეტელსა და საჭვრეტელს,
თუმც, დიდებულს, ქებად კოლოსი შეშვენის.
***
რომელი სიტყვა უნდა შეუფერადო
ორ ძლეულ მნათობის შეერთებას?
და რომელი საცნობელი განცდით
უნდა გამოვხატო, რაცა ვიხილე?
...
კაცობრიობის მოლოდინი...
რას აქვს მეტად მწუხარე დასასრული?
ხოლო მე დავთეს ამაო მარცვალთ,
რათა არა განიხარონ და არც განახარებდნენ
და იქნებ ცრუდ-ყოფილი იმედის
მსხვრევამ გონწართმეულნი გაანათლონ.
...
ევფრატ, იქნებ გახსოვდეს,
როს შენ და ევამან სცადეთ
განწმენდა ერთმანეთისი?
...
ჭეშმარიტად, იქ, სადაც კედლებია
მეტი უდაბნოა, ვიდრე აქ,
სადაც ქუჩებს არ აქვთ სახელი,
სადაც ხეებს არ აქვთ ფესვები,
სადაც ფილტვებს არ აქვთ ჰაერი.
ჭეშმარიტად, აქ მეტია სიცოცხლე,
ვიდრე იქ, სადაც კედლებია.
...
„წყალ-ქვეშე ციხე-სასახლე:
რვა სვეტი ზედ მიბმულია
რვა ფეხი ურჩხულისა,
რომელს აროდეს ჩასძინებია,
თუმცა კი ჯერაც არ შერხეულა“
ასე მარქუა ოსტატმან.
...
რა ემართება შინაარს იქ, 
სადაც ფორმას არად აგდებენ?
...
რამდენადაა ალეატორიკა
ერთხელ მოსმენილი მუსიკის
Perseveratio, როცა 
ვამსგავსებ შორეულ ხმებს,
შორეულ შემთხვევით ხმებს...
...
ნისლეულებს მიღმა ღრუბლის
პლანეტაზე გამანდეს ხილვად
„სიწმინდის სატანჯველი“:
ტყვეს შთააგდებენ „წმინდა დილეგში“,
სადაც ყოველი ფერი მხოლოდ
თეთრია და იმავე ფერის მაგიდაზე
დევს სარკე - სახილველად თვისი
უწმინდურებისა.
...
„ნებითი შემთხვევითი კანონზომიერება“
ესრეთ მარქუეს მე ასკეტებმა
წმინდა ნისლეულიდან.
...
გრძნობა ბრძოლად არსს
და ზოგ მხდალ მეომარს
გაუკრთება აზრად ღამეზე;
რომ იგი იყოს დაუსაბამო;
ხოლო ტანჯვას მოეღოს ბოლო.
...

ბნელ ფერსა და თეთრში
ვეშვები ხილვად უხილავისა.
ბნელ ფერსა და თეთრში
არ ვეძიებ ნათელს.
ბნელ ფერსა და თეთრში
ჯურღმულში ვეძებ სხივს.
...

როს ჩემი პერსონა
ებჯინება ხილვად ზღვარს
მე გადავდივარ სხვა მეში.
...

Dixit vacua est anima:
Alea-ს რომ უწოდებს თავის თავს
და იქნებ ამ სულს იმედი აქვს?
შეივსოს და შეავსოს?
ცარიელად დარჩეს და სხვებს გზა
მისცეს ჭვრეტად ნაყოფთა
კეთილისა და ბოროტისა?

...
თუ კი არსებობს ამ და იმ ქვეყნად
წმინდა წინააღმდეგობრიობა,
კანონი, რომლის მიხედვითაც
უნდა უარყო თავი, რათა მიიღო
სასურველი... მაშინ
Don’t get any big ideas
They not gonna happen.
და შენი სიმშვიდე და 
თვინიერება მოგიტანს
მას, რაც დავიწყებული
გქონდა და გექნება.

...
მტვერმეტყველებავ!
ჰოი, განარიდე ჩემგან ქარი.
განარიდე ქარი და ქვიშა
ძალუძთ რომელთაც აგრიგალება.
ნუ ჩემი სიტყვანი იქცნენ
დასტურად ჩემის სიცარიელის.
ჭეშმარიტად, დუმილს შეუძლიან
დააცხროს ვნებანი და მტვერი.

...
მე დიდ იმედს ვადიდებდი
დრო რომ მდევდა, მდევდა დარდიც.
. . .
დასასრულ, განსრულდა სიმართლე,
რომ ლოდია მოლოდინი.
და ძვრა ვუყავ მე თავს.

...
როს მეგონა დაიშრიტა
ჩემი უხილველის თვალი
შროშანთ ველი და მათი
სურნელი მოვიდა სულთან.

...
ალეამ დაცარიელება იწყო,
ალეას ემსგავსა ხეთა რიგის გარეშე.
თუ კარგავ ნდობას -
მაშ, კარგავ ყველას.

...
ალეამ დუმილი ისწავლა,
და გახდა ქარივით უხილავი,
ემსგავსა იმ ზღვას, რომელმაც
არც მოქცევა იცის და არც მიქცევა.

...
მილენიუმად დაღვრილი დროის დალევა
დასჭირდა დღისაგან დათხოვილს,
რათა სიჩუმით საკმარისად დაეცხრო
წყურვილი, გაფანტულობა, უჩინრობა
და... ეთქვა სიტყვა, სეტყვასავით.

...
ბალახი ხრიოკ მიწაზე. ხალხი აქ.
სასწაული, რომელიც არ მოვა.
აღსასრული, რომელიც უთუოდ!..

...

ხმის ჩაბრუნება და მისი ექოს
სიდიადის მიყურადება. ისევ ისმის.

...
ერთხელ, ალეას უხილველის თვალი მიწვდა
კვიზაც-ჰადერაქის ფიქრთა ნაკადს.
ერთხელ ალეას უხილველის თვალი მიწვდა
საკუთარ დროისმიღმიერობას ამ ნაკადში.
შიში იგრძნო ალეამ, რამეთუ
ალეას არ შეეძლო ამდენი ხის დატევა.

...
ვიხილე კაცი, წმინდა საბურველში,
წმინდა სამყოფელად ქცეოდა გული,
ნათელი დაეტია და ასხივებდა მას,
წმინდანს ეძახდნენ მას,
მაგრამ მან არაფერი უწყოდა
იმ კაცის ცოდნის შესახებ,
რომელიც მოგვიანებით ვჰპოვე:
მას ეხილა, ეუწყა საზარელებანი,
რომელთაც ვერა დაამარცხონ სხივებმა და ვერც მზემ.
მას ცოფს უწოდებდნენ, თუმცღა
მისი ხელები არ დასვრილა ცოდვაში.

...
მრავლის მხილველს ეუწყა სიბრძნე,
რომ მხოლოდ მუდმივი ტკივილია
მუდმივი სიცოცხლის საფასური.

...
და ათასგვარი სირთულით გაჟღენთილი
დაიწრიტა თვალმისაწვდომ სიმარტივედ.

...
„ხოლო დასასრულ, ვიგრძენი დასაწყისი.“

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი