ძილის წინ ყოველთვის დაღლილი უნდა წვებოდე
ძილის წინ, ყოველთვის დაღლილი უნდა წვებოდე. დილით მზეს უნდა გაუღიმო, ხოლო თუ ამინდი მოღრუბლულია, სარკეში საკუთარი თავი მოძებნო. როცა აღმოაჩენ, რომ ყველაფერი მოგბეზრდა, რისი კეთებაც უწინ შთაგონებით გავსებდა ძალინ ძველ საყვარელ სიმღერებს უნდა მოუსმინო, რაც გაგახსენდება. როდესაც არათუ დიალოგებს მოისაკლისებ, არამედ მესენჯერშიც კი ჩატები არ იცვლება, მაშინ დაჯექი ფურცელთან ან კომპიუტერთან და დაწერე ორი ნებისმიერი წინადადება. როდესაც შიში დაგეუფლება გაიხსენე, რომ ასე იმიტომ მოხდა, რომ შენ შეუიარაღებელი იყავი, იარაღს კი იმის გააზრება წარმოადგენს, რისი გაკეთებაც შეგიძლია. თუ ვერაფერს აკეთებ გააკეთე ნებისმიერი სხვა რამე, რატომ უნდა მოცდე იმაზე დარდში, რასაც ვერ ცვლი? დღეები ერთმანეთის მსგავსი იმიტომ კი არაა, რომ მეტისმეტ დროს ვუთმობთ ერთისა და იმავეს კეთებას, არამედ იმიტომ, რომ სულ რაღაცის გაგების მანიაკალური ჩვევა ჩამოგვიყალიბდა. ნახევარი საათი თვალებდახუჭული მარტო საკუთარ თავთან და უეცრად შეიძლება გაიგო, რომ აქამდე რას და რატომ აკეთებდი გაუგებარია. ყველა დიდი საქმე უმნიშვნელო წამოწყებებით იწყება. და ზოგჯერ, ისევ თვითმოტივაციისთვის პატარა, სულელური წამოწყებაა საკმარისი, რაიმე ისეთი, რაც ზუსტად იცი, რომ კარგად გამოგდის. მთავარი თვითთერაპია ისაა, როცა ვინმეს გაიხსენებ და გულით ეტყვი, იცი, ყველაფერი კარგად იქნება. ნეტავ, რა ამხნევებს ადამიანს იმაზე მეტად, ვიდრე, როცა ვიღაც მადლიერი შემოგყურებს? თუ კი ცხოვრება გერთულება, გაიხსენე, რომ როცა ძალიან პატარა იყავი და არაფერი იცოდი, ყველაფერი ძალიან მარტივი გეგონა. და ყველაფერი ძალიან მარტივია, როცა პატარა ნაბიჯებს დგამ ნაცვლად იმისა, რომ იდგე და... უბრალოდ იდგე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი