სიყვარული ვერ გიხსნის შენ


"სიყვარული გიხსნის შენ
როცა ოკეანე ორად იხლეჩს თავს
სიყვარული გიხსნის შენ
როცა ცივი ქარი პირდაპირ სახეში გიქრის
სიყვარული გიხსნის შენ
როცა შხამი წამლავს ძვირფას ჰაერს
სიყვარული გიხსნის შენ
გველისგან, რომელიც შენკენ მოხოხავს
მაგრამ ის ვერ მიხსნის მე
სიყვარული გიხსნის შენ
ბოროტ და ხარბ უვიც კაცთაგან
სიყვარული გიხსნის შენ
დანაშაულის განცდისგან, როდესაც ერთადერთ მეგობარს ღალატობ
სიყვარული გიხსნის შენ
საკუთარი თავისგან, როცა თვითკონტროლს კარგავ
სიყვარული გიხსნის შენ
ყველა იმ ტყუილისგან შეყვარებულმა რომ გითხრა
მაგრამ ის ვერ მიხსნის მე
სიყვარული გიხსნის შენ
სიმართლისგან, როცა ფიქრობ, რომ თავისუფალი ხარ
სიყვარული გიხსნის შენ
მოსაწყენი რეალობის ცივი შუქისგან
სიყვარული გიხსნის შენ
შენი ზარმაცი სულის ხრწნისგან
სიყვარული გიხსნის შენ
შენი გამრუდებული და ეგოისტური სურვილებისგან
სიყვარული გიხსნის შენ
მაგრამ ის ვერ მიხსნის მე
სიყვარული გიხსნის შენ
ბნელი ღამისგან და ელვა-ჭექისგან და მოჩვენებისგან
სიყვარული გიხსნის შენ
შენივე უბედურებისგან, მერე კი სისხლიან ადგილას მიგაბამს
სიყვარული გიხსნის შენ
იმ ხელებისგან, რომელიც წყალში გძირავს
და სიყვარულმა შეიძლება თითეული თქვენგანი იხსნას,
მაგრამ ის ვერასდროს, ვერასდროს მიხსნის მე
არა, ის ვერ მიხსნის
მე."

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი