კაკუნი კარზე


მომიტევე, რომ ბაგედაცლილი მლოცველივით მოვფოფხდი შენს მუხლებამდე და შეგეხვეწე, რომ სიტყვების კორიანტელი ჩაგენერგა ჩემს გონებაში.
მომიტევე, რომ, უსახელობით გატანჯული, დაღლილ ლოთივით მოგიფოფხდი კალთამოკვეთილს და შეგეხვეწე მზრუნველობის სითბოს მადლად გადმოსხმას.
მომიტევე, რომ ჩემს სახელს გიტრიალებ დღემდე გათელილს 
და უსაფუძვლოდ გეხვეწები კარის გაღებას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი