...ისევ მძიმე სიჩუმე
ისევ მძიმე სიჩუმე, აბეზარი ძმობილი, ფიქრნი მეამბოხენი ზეცას მოიპარავენ, ზამთარს ვხედავ ქუჩაში, ჯოხზეა დაყრდნობილი, კარებს აღარ ვუყურებ, შემოაღებს არავინ. არაფერი გამოვა კარგო, ჩვენი საქმიდან, დასასრულზე ვაცნობე ქარწაღებულ ბარათებს, დეკემბერის სიცივე იპარება სარკმლიდან და ოთახის კუთხეში, ჩუმად მოიკალათებს. აჰა, მორიგი წელი ამეკიდა ძაღლივით, ყეფით მომდევს შეკითხვა, ვინ ვიყავით, რანი ვართ? კიდევ ერთი კალამი სიმწრისაგან დაღრღნილი, ფურცელს მიჯაჭვებული ფიქრი ამირანია. იცი, როგორც ყოველთვის გარეთ მინდა გავარდნა, თავის მომთვრალება და ქუჩა-ქუჩა წანწალი, ნი, მე და შენ ხომ ვიცით, უსაშველოდ ავად ვარ და ერთია წამალი ჩემთვის მხოლოდ ბაწარი. განა მეტს რას დავკარგავ, სიცოცხლეა წამი ხომ, აქამომდეც რამდენი გაერიდა აქ წრიალს, რა იქნება გრიგალმა ფოთოლივით წამიღოს და დამპალი სიკვდილი უკვდავებად აქციოს. ნი, ზამთარმა ჩემს ეზოს ზღაპრულად დაათოვა, არაფერზე იდარდო, გამახსენდი უბრალოდ, ისე როგორც არასდროს ჩემს ოთახში მარტო ვარ, და ჩემგან განდევნილი წვიმაში დგას უფალი... დანტე დარდიანი 09/01/2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
Ვახ... ♥