...მოღრუბლულია
მოღრუბლულია, დუმან ზარები, არ ვუშინდები ამინდს ქარიანს, გულისთქმას გიმხელ, ვით აღსარებას, შენ კი მპასუხობ, სხვებიც არიან. ჰო, ქალს ეტრფიან შენში კაცები, მისდევენ ვნებას, მათრობელს, ძლიერს, მე კი გიყურებ სხვა აღტაცებით და ვგრძნობ რაღაც სხვას, არამიწიერს... ჩემი სიტყვები და ოცნებები, ეწირებიან შენს მდუმარებას, მივდივარ სულო, განა ვნებდები, მზე მიიმალა, რა ქნან ქარებმაც... ნუ დამაყვედრი გრძნობის გამხელას, ვერ გაგაცანი თავი წესივრად, შენ ცდები, როცა მადარებ ყველას, მე იმ ყველაზე უარესი ვარ. და მაინც სადმე ღმერთი თუ არის, ყველა ჩემს ლოცვას გიძღვნი სრულიად, რადგან ძვირფასო, შენი უარიც, სხვების "დიახ-ზე" ღირებულია. დანტე დარდიანი 19/04/2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
კარგია