* * *
ცაზე მოსჩანდა ღრუბელი მრუდე და ბოლთას სცემდა ქარი მლესავი, ხმობა შეპარულ ხეს ყვავის ბუდე, ნი, ტანზე აჩნდა სიმსივნესავით. თოვდა და თოვა ფიქრივით მძიმე, ზედ აწვა ძველი სახლის სახურავს, გზაზე აბნევდა ვარსკვლავთ ვით მძივებს, მთვარე ქცეული ღამის მსახურად. მტკიოდა დაღი ოცდაცამეტი და მომყიოდა მჯდარი კოფოსთან, წარსულის ლანდი განაწამები და თითქოს ღმერთიც ნი, ორჭოფობდა. მარტო ვიყავი ამ სამყაროში, ვერ მომისყიდა ჟამმა მეფობით, ვიცი, გიყვარდი უანგაროდ შენ, მაგრამ შენც კი ვერ გამოგყვებოდი. რადგან მიპყრობდა ჟინი გაფრენის, ნაჩურჩულები ქარაფ-კიდეთა და რომ არ მქონდა სხვა არაფერი, ჩემს ტკივილს ლექსი აიკიდებდა. აღარ ვეძებდი გრაალს, ვით იმედს, ვიხდიდი "ყოფნას", როგორც ბეგარას, სცოდა ზამთარმაც... ნი, თოვდა მძიმედ, და ხეებს მხრები ჩამოეყარათ. დანტე დარდიანი 21/01/2025
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი