მონატრება
გიხსენებ მალიმალ, მოგელი დღე დღეზე, მოგელი სტუმარს მე დაგხვდები მასპინძლად. წარსული წავიდა, ამოშრა მდინარე ფიქრების თან გაჰყვა მეგზურად მას ფიცრად. ქარია, წვიმაა, მზეა თუ დარია გულს რაღაც აკლია, რაღაც უხარია. ვერავინ გაიგებს მის ირგვლივ რა ხდება, ახალი ძველდება და ძველი ახლდება. თვალი ფოკუსირებს, გონება აღიქვამს გული ახარისხებს რას იტყვი, რა გითქვამს. ცხოვრებას ეძლევა ულევი ხალისი. ჩემში რომ არსებობ სიხარულს განვიცდი. გიხსენებ მალიმალ, მოგელი დღე დღეზე, მოგელი სტუმარს მე დაგხვდები მასპინძლად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი