მამაჩემი
გაგხშირებია ჭაღარა, მოხუცებულხარ მამაო, დედა-შვილობას არ ახსოვს მშობელი შენისთანაო. ქანც გაგწყვეტია შრომითა და გიღვაწია სოფლადო, ბევრჯერ კი გითქვამს რად მინდა, ბაღ ვენახ მრჩება ოხრადო. მთის შვილი ბარში მოსულხარ, დაგიძმობილდა ყველაო გენში რაჭველსა - სიბრაზე, გურულსა გიგავს - წყენაო. კალამმა ნიშანი მომცა გეყოს ამდენი წერაო, შვებულებაში გაუშვი დაგღლია თითი ცერაო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი