ვაჟის კაეშანი
ქალაუ სიყრმის მშვენებავ, ცად მოჭედილო ვარსკვლავო ამ სილამაზის მნახველი, გულს დარდს ვუქარვებ ჯავრს ვკლავო. გაღმა სოფლებში გავყვირი, ვამბობ :ბან მომცენ ხმისაო. გამოღმა რჩევებს დავეძებ, აღარ ვარ დიდი ხნისაო. მზე თანამგზავრად დამყვება, მან იცის ჩემი ჭირიო, მთვარე სულ ნუგეშს მიგზავნის, ამბობს: ჩუმად! ნუ სტირიო. ამის მნახველი ბობოქრობს, ვეღარ წყნარდება ქარიო, აი, ეს არის ეშმაკის ყურისმგდებელი ქალიო. ბუნება მეტად მამშვიდებს, ვიდრე ადამის მოდგმაო, "ვაი საწყალი" იტყვიან, თუ გამიტანა ოთხმაო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი