წამი


წამია წუთისოფელი
წუთი გავაწამე
გაწამებულმა წუთმა
დღე გამოაკლო ღამეს

წამია წუთისოფელი
მე მასში ვარ მოწამე,
იმ გაწამებულ წუთში
ღამე აღარ ჰგავს ღამეს

წამია წუთისოფელი
წამმა გასწია წამი
გაწამაწია მუდმივი
წამწამი, სევდა, ღამე

წამია წუთისოფელი
ღამევ, მიამბე რამე-
ღამემ მოიხმო მთვარე
მთვრალია ბადრი მთვარე

"წამია წუთისოფელი!"-
მხოლოდ ეს მითხრა მთვარემ,
წამს უამბორა წამი
უამბოდ დარჩა ღამე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი