სიზმარი
ტყე დამწვარია,ტყეს მოედო ფერი ნარინჯის. გადამწვარია არამარე,ზღუდე კარიბჭის მოსჩანს შორიდან კვამლთა შორის ხეთა სულები, და მიმორბიან მათ სხეულებს გარიყულები , თითქოს თავს შველის ჩქარი სრბოლით მიდის მდინარე, გადაეკიდა ქარაფს იქით კლდეთა წინარე. საშიშ ღრიალით ეცემიან მიწას ტოტები- და ყვავილები ხელაპყრობით მწარე გოდებით, გულში იკრავენ ალმოდებულ ხეთა სხეულებს სიტყვა ტუჩებთან შეშრობიათ ტყეთა გრძნეულებს, მათი ტაძარი დაარბიეს ახლა ალებმა- და ვერ გაუძლო ცრემლთა დენას მათმა თვალებმა. სამ დღეს, სამ ღამეს დასტიროდნენ ხეებს სულები - და რა იჯერეს მწარე გლოვით ცხელი გულები, რა გაახილეს თვალნი მათნი საშიშ სანახად , ნახეს ტაძარი გარდაქმნილი ძმათა სამარხად , და..რა დინება მათთა ცრემლთა გაათბო სხივმა მიწა გააპო, მზეს ახედა ტყეების შვილმა,... იდგა ამაყად თავმომწონედ მზეში ატამი- და არ ჯეროდა სულთა მიერ ხელში აყვანილს , რომ სამუდამოდ შეიცვალა ტყეში დინება.... რომ მისი შუქით ტყეს სიმწვანე მოეფინება....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი