სული მეწვის


სული მეწვის.დამიამე ღმერთო ამინ!
სული მეწვის.ღამე მეტად მწუხარეა.
ეგებ შევძლო სინანული ერთი წამით,
როცა ზეცა როცა მიწა მდუმარეა.
 
ტანჯვა არ მღლის ,უშენობამ დამაოსა
და ზღვასავით უკან მითრევს დღენი მწარე
ანარეკლმა ჩემი სახის გამაოცა
ასე მღვრიე ღმერთო როგორ შემიყვარე?!
 სული მეწვის.ეგებ სული შემიბერო
 მზე ნაცრისფრად ისახება დაღლილ თვალში
 ხმა მეძახის :უნდა მწარე ცრემლით წერო
უნდა ძალა გამოლიო ცოდვილ მკლავში
 ზარებს რეკავ ღმერთო ჩემს გულს მწამს და ამინ.
ღმერთო ჩემს გულს მიეც სმენა ნეტარების
ეგებ შევძლო სინანული ერთი წამით
ეგენ ვიგრძნო სიხარული შენანების
ცაზე მოსჩანს ქმნილებანი მშვენიერი
ღმერთო შენს ქნარს ცად ვარსკვლავნი მიამბობენ
სულს მიმშვიდებს ეს განცდები ცრემლმიერი
სულს მიმშვიდებს და ცოდვის ზღვას მიაპობენ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი