გზები ტაძრამდე
წყვდიადი იყო და წყვდიადში იძროდა მთვარე, ღრუბელი იყო ,ღრუბელს იქით ჩანდნენ ღმერთები. დაწყევლილ იყო ღმერთებისგან მაშინ ის მხარე და სისხლით იყო მოხატული ტაძრის კედლები. ტაძარი უტყვი, ისე დუმდა ძარღვებს ყინავდა, ხატები წერდნენ ისტორიის უსიტყვო გვერდებს. გუმბათი ჩუმათ,ჩუმათ, მაგრამ წყენით გმინავდა... გუმბათში მშვიდად,უდარდელად ეძინათ მტრედებს. საათი იყო სამი,როგორც ყველა ლექსია და დემონები დარაჯობდნენ სასახლის კარებს, სავალი გზები სიბრძნით უნდა ამოგვერჩია, სავალი გზები გავატანეთ დეკემბრის ქარებს... წყვდიადი იდგა,და წყვდიადში იძროდა მთვარე, კაცი მხცოვანი საკურთხევლის კედლებს სანთლავდა, დაწყევლილ იყო ღმერთებისგან მაშინ ის მხარე, მესანთლდე წყევლას გულმდუღარე ლოცვით შთანთქავდა. ცისკარი მოდგა,მზის წვერებმა ზეცა დახაზა, ღამე გასრულდა ისე როგორც ყველა ლექსშია. გზები დროებით მარტოობის სევდას დაზავდა, გზები ,რომლებიც სიბრძნით უნდა ამოგვერჩია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი