გ-ს დ-სგან
იმ დღეს ჩემს ოთახს ასდიოდა სუნი მელანის და ისხდნენ ჩემს მწირ მაგიდასთაან გოლიათები ვიღაცამ წერა გააგრძელა ლექსი მერანის ვიღაცამ ღვინოს მოაყოლა ბაიათები ვიყავით მარტო მე და ღამე, მე და ვედრება წინ გვეჯდა მერი .სარკმელში მთვარე სიოს ეალერსება და პოეტების ვარსკვლავები დაგვხურა ღმერთმა გამოაღვიძა ჩემი ყურე ყვირილმა ერთმა -მე მეზიზღება მყუდრო ნაპირი!!! ყვიროდა ლოთი შემოგვატეხა სარკმელიდან ლანძღვა და შფოთი ქუჩა მტვრიანი გაიხვეტა დეკემბრის ქარმა დამშვიდდა ყურე და გუგუნი მოსძახა მტკვარმა საათი ისევ პოეტური იდგა ოდაზე და მე ვტიროდი ლერწით ხელში წარსულ მოდგმაზე -ქვეყანა გაცვდა!ისევ ყვირის ღამის გუშაკი -მე ვარ ეპოქა, პოეზიის მე ვარ მუშაკი მიუყვებოდა ჩემს მშვიდ ქუჩას წყევლა მუქარით და შემოსილი დაფლეთილი ძველი სუდარით პირველ სხივების გაჩენაზე შეწყდა ხმაური და ჩემს ქუჩაზე სიმარტოვე დადგა ზრვაური ნაფეხურებზე სისხლის კვალი ემჩნია ტერფებს ალბათ ფეხშველა დიდხანს დადის და დიდხანს ეძებს თავის სიდიდის თავის ტოლის ძებნაში თვრება ყოველდღე კვდება ცოცხლდება და ხელახლა კვდება მარადისობა არის ალბათ მისი სასჯელი არა ჰყავს ტოლი.მხოლოდ ღამე სულის მტაჯველი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი