ზ-ს


Ღამეა...ვნატრობ შენს ყელთან 
Შევძლო უღონოდ სუნთქვა
Და მთვარეს მცურავს ღრუბლებთან 
Შენს სიყვარზე ვუთხრა.
Ღამეა ახლა და გული 
Შენი სახლისკენ მიწევს
Რა იქნებოდა მოკლული 
Მაგ გაშლილ მკერდზე ვიწვე?!
Და თმებთან გიშრიალებდეს
Ჩემი დაღლილი ხელი,
Ღაწვებზე ცრემლი გარბოდეს,
Შენი ტუჩები მწველი....
Ჩემს დაბრუნებას ცდილობდნენ
Მკვდარი სულების ტბიდან,
Გეზს ვიცვლი სანაპიროსკენ
Სხეულს ამოვძრავ წყდიდან,
Რომ შენს მკლავებში ნაჩვევი
Კვლავ სიყვარულით დავთვრე,
Აგიხსნა ფიქრის სარჩევი,
Მარტის ნისლივით გავქრე ...
Ახლა ღამეა,ჩემს სულში
Შენი სინათლე ელავს.
Მე მარტო ვდგავარ ამ რუმში 
Და კიპარისი ღელავს.
Თელავს სიშორის ნაბიჯებს
Შენი სურნელი ყელზე ,
Მე შენზე დარდი მაგიᲟებს
Მე ფიქრი მხიბლავს შენზე

Და ცაზე ვითვლი ვარსკვლავებს,..
Ცას ვიზიარებ შენთან,
Სიყვარულს დროით ნაწამებს,
Ამ წამს ავიტან ღმერთთან 
Და ჩემს ტანჯვაზე მოვყვები 
Დაუსრულებელ გლოვას...
Ღამეა ვიცდი და ვხდები,
Რომ მზე ჩემთანაც მოვა
Ღამეა...ვნატრობ შენს ყელთან 
Შევძლო უღონოდ სუნთქვა
Და მთვარეს მცურავს ღრუბლებთან 
Შენს სიყვარზე ვუთხრა....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი