თეთრი ჰოსპიტალი
დედა მიტირა ამ ომმა, დღესაც მივწერე საცოლეს... კუ-კუ-რუ-კუ-კუ... პალომა... ერთიც ვიმღერო, მაცალე! მოგონებებში დავები: — ჩაის დალევ თუ ყავა რძით?.. მიღიმის მუხლისთავებით დიდებულება სავარძლის. — დაგელოდება საცოლე, — მოწყალების დის ნუგეში... და ჰოსპიტალის საწოლებს სურთ გადაფრენა ბუდეში, როგორც მოწყენილ წეროებს ფათქუნით ფრთების ზეწრების; ვარსკვლავზე სახელს მოვაწერ, ვარსკვლავებს თუ მოვესწრები. თეთრი სამოსით მოსილი მოწყალების და ბინდიდან ზეციურ ანგელოსივით სარკმლიდან შემომიფრინდა. კვლავ ზმანებაში დავები, — — ჩაის დალევ თუ ყავა რძით?.. მიღიმის მუხლისთავებით დიდებულება სავარძლის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი