ქალაქგარეთ


შენაკადივით როდესაც მერთვის
ბედის სიმძაფრე და ირონია,
აქ, ქალაქგარეთ, სახლია ერთი, —
მტვრიან თაროზე ბაირონია.

გადავშლი, ისე როგორც მისნობას,
დასცვივა მტვერი, დამცვივა მტერი...
და უერთდება მარადისობას
საფრთხე — რაფაზე დაყრილი მწერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი