Ubi amor, ibi dolor


განიზრახა გუშინ ღამემ  
წაერთმია მოსვენება,
შენი სახე  მომივლინა 
იყავ თითქოს მოჩვენება,
სულში გაკრთა ერთი წამით,  
იმედები აღმაფრენის
თითქოს აღდგა მოგონება, 
ჩვენი ბოლო შებინდების
გაბოროტდა გუშინ ღამე, 
კვლავ მომტაცა შენი თავი
კვლავ გამიშრო ბოლო წვეთი,  
თვალზე ჩუმად მომდინარი
მთვარეც უმალ აკიაფდა,  
თითქოს იყო შავი გედი
და მის შუქზე დავინახე, 
როგორ კრთოდა შენი მკერდი
განვიზრახე დამენგრია,  
იმ წამს ყველა მოგონება
მთვარის შუქზე გამეფანტა, 
დამერბია შენი ვნება,
ალიონზე, მზის ამოსვლას, 
შევხვედროდით მე და ღამე
საუკუნოდ გრძელდებოდა 
სიყვარულის სისადავე..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი