Tutto passa
თავდაპირველად იყო ქაოსი შემდეგ მას მოჰყვა შობის პათოსი, ადამიანმა პირველად იგრძნო რას ნიშნავს იყო თურმე სალოსი, თითქოს დასრულდა ტანჯვა უწყვეტი ხალხში გაჩაღდა იმედის ცეცხლი, მარადისობამ გასცა ბრძანება და მოევლინა იუდაც ვერცხლით, იმ წუთას გაჩნდა ღალატის ფასი, სულ მცირე, ცოტა, არა ათასი გოლგოთას მთაზე ისმოდა ყველგან შეავსეთ თასი, აღსრულდა ფარსი, იმ დღიდან იშვა მონანიება, გაჩნდა იმედი და სათნოება, მაგრამ ქაოსი კაცთა გულებში იუდას მსგავსად კვლავ გვევლინება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი