L’amore vince tutto


გაზაფხულის გრილმა ნიავმა
გადამიშალა შენზე ფიქრები,
თითქოს ამ ქვეყნად ღმერთმა კი არა,
შენ მოავლინე ლურჯი იები.

შენზე მოაწვა ფელინს მუზები
შენ დაგეძებდა ზიდჰარტა ყველგან,
შენ კი ბავშვური ცელქი იერით
ყელს იღერებდი ლამაზად, კერტად.

გავიდა წლები, თმაში ჭაღარამ
ვერ დაგამჩნია ვერაგი დაღი,
მე კი ძვირფასო შენზე ოცნებამ
არ დამიტოვა ფიქრები საღი..

გაზაფხულის ცივმა ნიავმა
კვლავ მოიტანა შენი სურნელი,
ლურჯი იების შეკრული კონით
დაგელოდები დანაპირებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი