* * *


დაბერდა უკვე, ჭკნება ნელ-ნელა,
თვალებში ცრემლი, უცებ ჩაუდგა,
ხელები ღრუბლის გამხდარა კოჟრის,
მკლავები ჭორფლით აღსავსე სევდით,
მისი თმა შავი, გამხდარა თეთრი,
და მისი გულიც მოძველდა ალბათ,
ჩემი თმის ძირში მომენატრება ფერება ნაზი,
რომ დამიკოცნის ჩემს ხელებს ციცქნას,
მომენატრება სირბილი,ხტუნვა,
შენი მოსვლა და თმის გადაწევა,
შუბლზე კოცნა და გაფრთხილება,
ჩახუტება და ძახილი "გამიშვი",
ვერ დავაფასე ის დრო ძვირფასი,
ვერ დავაფასე დარიგება და  შერიგება,
ნეკი-ნეკისა... 
უკვე მენატრება, უკვე მახსენდება,
და მინდება რომ ისევ ის ვიყო
უმწეო ციცქნა დედის კალთაში... 
გამიგებ ალბათ როგორც ყოველთვის,
რომ მე ვიყავი შტერი, სულელი,
ვერ დავაფასე ხელი ძვირფასი,
გული რომელსაც შენ მიხარებდი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი