Ეშმაკი და ანგელოზი


Არის ღამე, რომ არ მინდა ძილი, 
რომ ვიღრიალო მე ბოლო ხმაზე, 
Გაიწელოს და სულ იყოს ღამე, 
Მინდა, რომ მთვარემ წაიღოს სევდა, 
Ვარსკვლავებად, რომ მოპენტოს ცაზე, 
Მას ღმერთმა უწყის რა ცა ეყოფა... 
Რაღამც ტკივილი გამექარწყლება, 
Შორსღა გაიტანს ჩემი ზღვა შავი, 
Და დარდთან ერთად ამოშავდება, 
სიყვარულს სიკვდილი ისევ შეხვდება, 
Და შეიყვარებს ლუციფერს ისევ, 
Ანგელოზი და ეშმაკი იქვე
Ერთ ნავზე ჩუმად ჩაიმალება, 
Საყვედურს ეტყვიან ჩურჩულით მუდამ, 
Და მარტო ერთს და მარტო ღმერთს
Ეცოდინება მათი წადილი, 
Მათ მხოლოდ გული როს გასცემს აბა, 
Თვალებში ალი გიზგიზებს მარად...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი