Დრო


უკვე გაწვრთნილი, დაბრძენებული,
ცრემლები ისევ, უსიტყვოდ მიდის,
ნაცნობ ბილიკებს ისევ მიჰყვება,
ისევ ჩემს გულში, დარდმა იმეფა,
სევდამ და დარდმა, ერთად გამომღრღნა,
მოგონებები გადამავიწყა,
მხოლოდ, აწმყოზე ფიქრში დამღალა,
ისევ მადინა, მწარედ ცრემლები,
ისევ მახსენა, აწმყო, წარსული,
ისევ სიკვდილზე ფიქრი მიბოძა,
მხოლოდ სიცოცხლე მან შემაძულა,
ეშმაკთან ხვეწნას, მან შემაჩვია,
სიკვდილს სიცოცხლე, აღარ მერჩია,
სარეცელს წინ მდგომს, 
მქონდა მიზანი,
რომ დამესრულა, ეს ყველაფერი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი