Აბა, რა მეგონა?


ძაძით შემოსილი, სიკვდილს ისევ ვეტრფი, 
არა, არ მეგონა მართლა წავიდოდა, 
ასე მალე თუკი, სხვაგან გაჩნდებოდა, 
ჩემი ფიქრი მალე, თუკი ახდებოდა, 
აწმყო წარსულად თუ   მომეჩვენებოდა, 
თუკი მონატრება, ძლიერ ჯავრს იყრიდა, 
თუკი ცხოვრებაში, კოშკი მენგრეოდა,  
თუკი მე მის სხეულს, მიწას დავაყრიდი, 
თუკი მე მის თავთან, იქვე ვიჯდებოდი, 
თუკი სიცოცხლეში, კიდევ მოვკდებოდი, 
თუკი მე მის თვალებს, ვეღარ ვიხილავდი, 
აბა, რა მეგონა?! აბა, რა მეგონა?! 
აბა, რას ვუცდიდი?! აბა რა მეგონა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი