Ვარდი
როდესაც ერთხელ ვიყიდე ვარდი, წითელი, მუქი, ხასხასა ფერის, ვაჩუქე მაშინ სიცოცხლის ჩემს აზრს, მერე რა, რომ მან ვარდი დააჭკნო?! მერე რა, რომ ის ვარდი წყალში არ ჩადო?! მერე რა, რომ ეს ჩემი გული, ეკლების გარეშე დამაკაწვრინა... როდესაც ვარდი ისევ ვიყიდე, და გადავწყვიტე ბედი მესინჯა, ბედმა დამცინა, ჩემი ვარდები, დანაეკლარი, მწარედ მომიგდო, არა დააჭკნო, ისე გათელა, მერმე არა მსწამს, არ მიყვარს არვინ, ვერ მიყვარს ქალი, თან ჩემი სწორი, არ მინდა გული, ვიტკინო ისევ, ან ისევ მწარედ, შევცდე უმალვე, ნაცადი ბედი მწარეა, რატომღაც, შიშობ, რომ თითქოს არ განმეორდეს, არ გეტკინოს და ვარდი არ დაჭკნეს....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი