* * *


მე ქარი მიყვარს, 
შრილა, ჩუმი, 
მე წვიმა მიყვარს, 
წკაპუნა, მშვიდი, 
მე თოვლი მიყვარს, 
მშრალი, შხარუნა, 
მე მზეც მიყვარს, 
მდუმარე, თბილი, 
მე მთვარე მიყვარს, 
იდუმალი, ნაზი, 
მე სეტყვა მიყვარს, 
ძლიერი, ავი, 
სიცოცხლე მინდა, 
ნავარდი ცაში, 
სიკვდილიც მინდა
მდუმარედ გულში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი