Რთულია


რთულია ცას უყურებდე, და გაფრენა არ გინდოდეს, 
რთულია ზღვას უყურებდე, და გაცურვა არ გინდოდეს, 
რთულია გზას უყურებდე, და გაქცევა არ გინდოდეს, 
რთულია მზეს უყურებდე, და კაშკაში არ გინდოდეს, 
რთულია მთვარეს ჰყურებდე, და სიცოცხლე არ გინდოდეს, 
რთულია, რომ გძულდეს და თან აღარ შეგიყვარდეს, 
რთულია პატარა იყო, და დიდად აღარ გინდოდეს, 
რთულია დიდი იყო, და პატარად აღარ გინდოდეს, 
რთულია იცოცხლო, და ისე ვინმეს შეუყვარდე, 
რთულია, რომ მოკვდე და აღარავის შეუყვარდე, 
რთულია, რომ დაგეკარგოს და ძვირად არ დააფასო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი