ჩემს თავზე ვწერ...❤️


მე მქვია დავითი, 2011 წელს დავიბადე.და მინდა  ჩემს საღამოზე მოგიყვეთ რომელმაც ძალიან ბევრი რამ მასწავლა. საღამოს ათის ოცი წუთი იყო,როდესაც მე და ჩემი დეიდაშვილი ოთახში შევედით და კარი ჩავკეტეთ. მან რვეულები ამოიღო სადაც ძალიან კარგი რაღაცეები ეწერა. თავისი გამოგონილი ამბები, რაც ძალიან საინტერესო იყო. მეკი არ ვიცოდი რა გამეკეთებინა ამიტომ დავფიქრდი.. დავფიქრდი ჩემს ცხოვრებაზე და მივხვდი რომ , თორმეტი წელი ცოტა არ არის. გავიაზრე, რომ ეხლა მეტი პასუხისმგებლობა მაქვს ყველაფერზე. მივხვდი,რომ უფრო მეტად უნდა გავუფრთხილდე ჩემს ოჯახის წევრებს. რადგან ცხოვრება ხანმოკლეა და ცხოვრების ყველაზე დიდი დრო შენს ოჯახის წევრებთან უნდა გაატარო. მივხვდი, რომ თავი უნდა დამენებებინა სულელური ვიდეო თამაშებისათვის, რადგან იგი საერთოდ არ იყო კარგი ჩემი განვითარებისთვის და უნდა მეკითხა რაც შეიძლება მეტი წიგნი რათა უფრო კარგი განათლება მიმეღო. მივხვდი,რომ ჩვენს ბებო-პაპას მეტი დრო უნდა დავუთმოთ რადგან ისინი ახალგაზრდები აღარ არიან და შეიძლება მალე თქვენს გვერდით აღარ იყვნენ. მივხვდი, რომ რაც შეიძლება მეტი უნდა ვიშრომო იმისათვის, რომ უკეთესი გავხდე ჩემს საყვარელ სპორტში და წარმატებას მივაღწიო. ჯერ მხოლოდ იმიტომ უნდა ვიშრომო, რომ იმ ადამიანებს ვისაც ჩემთვის ცუდი უნდა ბოღმით ავავსო. ამ დღის შემდეგ სრულიად შევიცვალე. და ალბათ უკეთესობისაკენ წავედი. მე ჩემი პაპა აღარ მყავს და მივხვდი,რომ რაც მას კარგი გაუკეთებია დედამიწაზე. იმ კარგის კეთება მე უნდა გავაგრძელო რათა, როდესაც მოვკვდები მინდა რომ მეც ყველამ პაპაჩემივით დამაფასოს და მასავით ლეგენდარული ადამიანი მიწოდოს. ჩემი უსაყვარლესი ბიძაშვილი, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავკარგე, ჩემთვის მისი სიკვდილი დიდი ტრამვა იყო და მინდა ავანაზღაურო მისი არ ყოფნა. ვიცი ამას ვერ შევძლებ, მაგრამ მინდა რომ ოდნავ მაინც შევძლო ეს. ამიტომაც მოგიწოდებთ, რომ ტელეფონებში ჯდომას და ტყუილად დროის კარგვას თქვენს განვითარებას დაუთმეთ დრო. მეტი დრო გაატარეთ თქვენს ბებო-პაპასთან და იზრუნეთ თქვენს ოჯახის წევრებზე..❤️

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი