შენ დაიკარგე.


დაღლა.

გზებზე ვერ დადექი, ყველა გზა მცდარია,
ამდენი ზამთარი, ამდენი წვიმა და
ღამეებს ვერ იტან, მაგ სავსე მთვარიან
ცას როცა ყლაპავ და სველ ლოცვებს მიატან,
დაგღლიან წვიმები, ქარები მარტისა,
დამტვერილ თაროზე ქვავდება
წიგნები,
შენს დუმილს სიტყვა რომ არავინ აღირსა
და კიდევ სხვა ბევრი მიზეზით იღლები,
რომ ძალით იღიმი და ასე დაწესდა,
რომ ყველა დამჭკნარი ყვავილის ყლორტია,
შენც დგახარ გემბანზე და გემის საჭესან საშიში ნისლები დუმილით მოდიან...
დაგღალა სიყალბემ, გამქრალმა
რწფელობამ,
ტანჯვამ და ტკივილმა მოყვასის თვალებში,
დაგღალა ლოცვებმა, ღმერთს საქართველოდან
ლოცვები არ ესმის...
დიოდა ზეცაზე სიშავე ღრუბელთა,
მზე ვეღარ გინათებს, მზე თუგინდ ცხრათვალა,
ქარი გინგრევდა ღვთის რწმენას წუხელ და
შენ რწმენა შეგმატა ჭადარმა...
ვერ წერამ, მაგ დედის ღიმილმა, სევდიან
თვალებს რომ თითები აფარა,
ვერ სუნთქვამ, ნერვებმა ქაოსს რომ ერთვიან
და მთელლმა სამყარომ,
ლოდინით ჩამოშლილ სახლივით დაგღალა...

გაქცევა.

შენ გამოხურე კარი მცდარების, ნაბიჯარეულ უხმო თიხათა,
შენ შეგეშინდა გადაგვარების,
ან ვერ იპოვნე ის რაც გიყვარდა..
გამოექეცი მეტროს ვაგონებს, 
მარტი იყო, ან შუა აპრილი,
ქუჩის ძაღლების მფერებ გოგონებს,
ქუჩის ბავშვებზე რომ ჰყავთ აცრილნი...
გამოექეცი ყველა ახლობელს,
მათ, ვინც დუმილი ვერ გაპატია,
მათ, ვინც გაქრობა ვერ გაპატია,
მათ, ვინც ვერასდროს ვერ გაპატია
და წმინდა დღეა და შაბათია 
და რა აპრილი, შუა მარტია, 
მტვრიან თაროზე ვინმე კანტია
და ეს ბიბლიაც როგორ აგდია,
ღმერთის დუმილი ღმერთის
ფანდია,
აქ ყველგან ბნელა, არსად ანთია, 
ყველა მორწმუნე და წარმართია,
შენი გზა, მუდამ რომ აღმართია,
ზამთრის სუსხია, მაგრამ მარტია,
შუა მარტია და შაბათია...
შენ გაექეცი ვერ ნაყიდ პურებს, მშიერ თვალებში რწმენას გამოცლილს,
შენ არ გქონია არავის შური,
თუმცა სულ ყველას ცუდად წამოსცდი,
ან დაავიწყდი, ან ვერ გაგიგეს, ან ვერ შეგცვალეს, მსგავსად თავების,
კარი გიკეტეს, კი არ გაგიღეს,
სავსენმა გზები გიჩვენეს, გზები რწმენისგან დაცოტავების...
შენ გაიქეცი და ღმერთიც ნახე,
და ნახე წმინდაც, მართალიც, მცდარიც,
შენ ნახე ყველა სიმშვიდის სახე
და იქაც მარტოდ იგრძენი თავი...

შენ დაიკარგე სამარადისოდ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი