ღამემ მომთენთა
ღამემ მომთენთა, უსიზმრო ღამემ ახლოსაც არ გამიკარა, მე მარტოობას შვებას ვადარებ _ ამღვრეულ დროში წამი ანკარა. ხორბლის მინდორთა ვრცელმა საუნჯემ ცელის სიშიშვლე აიოქროვა, ღამე შენს სიზმარს პეპლებს დაუჭერს, დილამ მოთიბა ვარსკვლავთა ხროვა. სათიბებს ნატვრა გადავაკარი, როგორც ჭერამი მზეს იკრავს დღე-დღე, ასე ჭერამდე მოვრთე სახლკარი, მომენატრე და კვლავ მოვითენთე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი