წამი ლერწამი ...
წამი ლერწამი სულია ჩემი, რიჟრაჟს გავხედე, ფიქრი გავხედნე, ცვარი ბალახზე შემონარჩენი, ძმებო ნისლებო, მეც შემახვედრეთ. მეც დამენახეთ, ო უჩინარნო, სხივნო ქალწულნო, გამჭვირვალენო, ქარნო ზღვაურნო, მხრებზე შემისვით, დიდგვაროვანნო, ველად გაჭრილნო. შენც მამაჩემო _ ბრძენო მთვარეო, მზე მანუგეშე დედაშვილობის! აღმაფრთოვანა წამმა წამწამმა, ანგელოსმა თქვა: _ დილამშვიდობის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი