წვიმას მივესალმე
წვიმას ვესალმე, გავეცნე ვნებით და ხელგაშლილი ვენდე და მოზღაპრული ცის მაცნეებიც საიქიოდან ფრენდნენ. წვეთების ხვევნა, ალერსი მსურდა. შორიდან ვეტრფე გალობას მათთა და გული დამწყდა, რომ ჩამოსრულდა უნეტარესი ხმა წვიმის ჩქამთა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი