დღის დაბადება
მზის სამოსელი შემოისხეს ვეება მთებმა, ამოცისკრებას შეერიენ ტყე და ველები, ამოამშვენა ისე მაღლა ნათელი ზეცამ, შესაქმეს ჰგავდა რომ ამ დილით ეს ყველაფერი. ო, როგორ მსურდა შენთან ერთად დღის დაბადება, თუმცა, შორს არ ხარ, ყველგან მყოფო იდუმალებავ, ლამაზი ქალის მხოლოდ ტრფობის ვით მოიმედე, ასევე, შენი შემეცნების ვარ მოდარაჯე… დრომ აღიბეჭდა სასრული დღის ნატიფი ღელვა, სახის ტვიფარებს გალერეა ალვების ტევრთა ფენდა და ფენდა, ისე როგორც ნასხლავთა ხეთა, მთვარე სავსობდა, მოევერცხლა ველები თეთრად, იცრიცებოდა ნელა-ნელა მოგონების მსუბუქი მზერა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი