დაისის ტალღები


დაისის ტალღებს ქარი წამოშლის
და ცის კაბადონს შეჰკრავს ღრუბლები.
ატორტმანდება ფეხქვეშ ხმელეთი,
გადმოსკდებიან ცის ნიაღვრები.

დავბადებულვართ არ ვიცი რატომ?
გაურკვევლობა ჩვენი მყოფობის,
ნაკლულევან დღის სისავსეს ვეძებ
და ამიტომაც შენსკენ მოვილტვი.

ჩვენო შემქმნელო, დიდი მეურვე,
ასე როდემდე უნდა ვწვალობდეთ?
რომ მოგვიწოდებ, ჩვენ არ მოგყვებით,
მიგვატოვებ და მოგისაკლისებთ.

გაკვალულ გზებზე აჯობებს სრბოლა,
გაუკვალავის არ ვიცით ნირი.
ვინ თქვა, სიყვარულს არა აქვს ძალა
ან სასოებას არ აქვსო ფრთები?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი