ქალწულთა გუნდი
რუთაველს არხევს ქალწულთა გუნდი, ქუჩას მიჰყვება დედათა არვე, ქართველი მდედრი სიყვარულს ელის, მაგრამ ვეღარ სცნობს სასურველ სიძეს. ტრაგიკულია ამგვარი ხვედრი, ირგვლივ ზეიმობს ცრუ იდილია, შეუპოვარი რაინდის ჟინით სიყვარულს იპყრობს ფსევდოარმია. თავს ვერ ვანებებ მორეულ ფიქრებს, მოგონებებმა გამინაპირა, როგორმე სევდას ვერ დავეხსენი, იქნება, დარდმა დამიმარტოვა. წარსულის წყებებს მოწურავს ჟამი, ეს მერამდენედ უნდა დაღამდეს, ეს მერამდენედ უნდა ვენარცხო მე მარტოსული მარტოსარეცელს. ბავშვის ტირილმა გაჰკვეთა ბნელი, შვება ვიგრძენი დილის ნამივით, ღმერთო, ამრავლე, ღმერთო, ამრავლე ახალბადები საქართველოში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი