მშვიდობის ლეგენდა


ლეგენდად დათღზა უტურფესი ხოდაბუნები
დღისა და ღამის შეწყვილების მსუბუქმა შარმმა.
მზერას გაენდო სამშვენისნი კრძალული ხედის,
უკიდეგანოდ რომ შეტრფოდა შევერცხლილ თავანს.

ამიბორგებენ ვიცი ისევ ეს სანახები,
ნადარბაზევი ანგელოზთა ურიცხვი ჯარის.
ნრძოლად აყრიან მეწინავე მესაყვირენი,
უსაჭურველოდ შევებმევი უხილავ სამხილს.

მიწაყრილები, ქვა და ღორღი - ნაცარი, ღველფი,
ნაომარ ველზე მოკამკამე სისხლის წვეთები,
აჩქროლდნენ, თითქო ზეწამოდგნენ კვლავ ასანთებად,
სიყვარულის და მტრობის შუა ზღვარ დასადებად.

გალობენ ცისკრის სანათები მშვიდობის ქორალს,
სიცოცხლის ძალთა საცეცები მძლავრადვე ბოჭავს
უნდოო ხერგილს, უდღეური ზმანებით ჩენილს,
ბნელიდან ნათლად გარდასახულს განგების ნებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი