ქალაქო ჩემო
ვერხვის ტიტველ ტანს, ნაამქალაქარს, სიმსუბუქიდან აზიდავს მტვერი, ჩამოიყოლებს ქუჩიდან ხმაურს კორპუსთა მშვენი კოლონადები. ხეივნებს ფართოს, გამზირებს გაშლილს, სიძველის ციხეს, მტკვრის დუნე ნაპირს, იალღუჯის მთებს, ბორცვებად აყრილს, ტყესა და ჭალას, მდიდრული ქარგით ღმერთი ოდესღაც ამივსებს ნატვრით! სიცოცხლის სხივში განბანილო, ქალაქო ჩემო, საუკუნოვან საძირკველზე, ნამძლავრო ნერგო, გულის ძარღვთაგან რომ გდიოდა რიტმები ძველ დროს, კეთილხმოვნებით აჟღერებდი ცხოვრების ექოს! სულის სიმაღლის მეწამულ ტიხრებს მზე აელვარებს ძალთა კვეთებით, ხავერდნარევი სიყვითლის სფერო, სიქველის ხედი.. რუსთავის ფერი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი